საზოგადოება
8 მარტისათვის ყველაზე ძვირადღირებული თაიგულები გაიყიდა სამხრეთ კორეასა და სომხეთში

წელს ყველაზე ძვირადღირებული 8 მარტის თაიგულები სამხრეთ კორეაში, სომხეთსა და არგენტინაში გაიყიდა, ხოლო რუსეთი მე-14 ადგილზეა, იტყობინება RT.
კომპოზიციებში ყველაზე ხშირად გვხვდება ტიტები და ვარდები, ასტრები და ალსტრომერიები უფრო იშვიათია.
ყველაზე ძვირადღირებული თაიგულები სამხრეთ კორეაში 28,6 დოლარად გაიყიდა. სომხეთში 24,7 დოლარად, არგენტინაში 22,2 დოლარად.
ყვავილები ყველაზე იაფი იყო ბულგარეთში, თითო თაიგული 1,8 დოლარი ღირდა.







