პოლიტიკა
აზერბაიჯანმა სააგენტო Reuters-ში მომუშავე ორ ჟურნალისტს აკრედიტაცია გაუუქმა

აზერბაიჯანმა სააგენტო Reuters-ში მომუშავე ორ ჟურნალისტს აკრედიტაცია გაუუქმა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ სააგენტოს რედაქცია იტყობინება. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანის მთავრობის ახალი პოლიტიკის მიხედვით, თითოეულ უცხოურ მედიასაშუალებას ენიჭება მხოლოდ ერთი აკრედიტაცია. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ბაქომ ასევე გააუქმა Bloomberg-ისთვის აზერბაიჯანელი კორესპონდენტის აკრედიტაცია. მანამდე აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დახურა Sputnik-ისა და BBC-ის აზერბაიჯანული სერვისების წარმომადგენლობები, ასევე აკრედიტაცია გააუქმა რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ აზერბაიჯანული სამსახურის კორესპონდენტს.







