
მე ვთავაზობ ილჰამ ალიევს, დაიწყოს კონსულტაციები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების შეთანხმებული პროექტის ხელმოწერის შესახებ. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეთანხმებულია და ხელმოწერას ელოდება. „მე ვთავაზობ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, დაიწყოს კონსულტაციები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმებული სამშვიდობო შეთანხმების პროექტის ხელმოწერაზე“, – წერს ის.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, 13 მარტს, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელიც ადასტურებს რომ დასრულდა მუშაობა პროექტზე „სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ“, რაც თავისთავად ნიშნავს მოლაპარაკების დასრულებასაც.







