საზოგადოება

აზერბაიჯანის მიერ არცახში გენოციდის საქმეზე წინასწარი გამოძიება გრძელდება -საგამოიებო კომიტეტი

აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდის ფაქტზე წინასწარი გამოძიება გრძელდება, იტყობინება სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტი „Sputnik სომხეთი“-ს წერილობითი მოთხოვნის საპასუხოდ.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე მუხლის 1-ლი ნაწილით  – გენოციდი,  რაც მოიცავს ალყაში მოქცეული მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობის სრულ ან ნაწილობრივ ფიზიკურ განადგურებას მათი ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური კუთვნილების გამო, მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე .

კერძოდ, ეს ეხება ლაჩინის დერეფნის დახურვას, მთიანი ყარაბაღის ბლოკადას, შედეგად ჰუმანიტარული და სამგზავრო გადაზიდვის შეზღუდვას, გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას, ასევე აზერბაიჯანის მიერ 19 სექტემბერს განხორციელებულ უახლეს აგრესიას, რომლის მიზანი იყო  ეთნიკური წმენდა და გენოციდი.

საგამოძიებო კომიტეტში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

ნახეთ მეტი
Back to top button