სიგნალი: წმიდა საყდრის გრიგორიანულ უნივერსიტეტში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია “ქრისტიანობა აზერბაიჯანში”

„არცახის ძეგლთა დაცვის“ საპროექტო ჯგუფი განგაშის ზარს სცემს.
„ამჟამად ვატიკანის წმინდა საყდრის გრიგორიანულ უნივერსიტეტში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია „ქრისტიანობა აზერბაიჯანში – ისტორია და თანამედროვეობა“. ამ კონფერენციის შესახებ დღემდე არცერთმა სომხურმა ორგანიზაციამ არ იცის.
მოწვეულია და დაკომპლექტებული ათობით სპეციალისტი სხვადასხვა ქვეყნიდან (თურქეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, სამხრეთ კორეა, რუსეთი, პოლონეთი, იტალია, საქართველო, გერმანია, საფრანგეთი, კანადა, აშშ, ლიტვა), რომელთა მიზანია გამორიცხონ სომხური ისტორია, სომხური კულტურა და სომხების ყოფნა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ეს არის ამარასი, განძასარი, დადივანქი და ა.შ.
ჩვენთვის ასევე გაუგებარია დარგში ცნობილი მკვლევარების მონაწილეობა, რადგან ხედავდნენ, რომ ამ კონფერენციაში არც ერთი სომეხი მკვლევარი არ მონაწილეობს და არც ერთი სიტყვა არ არის სომხებზე.
ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს და შეშფოთებას სომხური კულტურის დამცავი ორგანიზაციებისა და საზოგადოებების მიმართ და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წინაშე, რომ ჩვენი მეხსიერება, ისტორია და კულტურა ამგვარად დაფარული და იგნორირებულია“.







