
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ შეშფოთება გამოთქვა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მზარდი დაძაბულობის გამო.
“რაც შეეხება აზერბაიჯანს, მე ძალზე შეშფოთებული ვარ საზღვარზე მზარდი დაძაბულობით. იმედი მაქვს, რომ იქ განლაგებული ევროპული მისია გაფართოვდება და ამ დაძაბულობის მონიტორინგისა და შეკავების მიზნით”, – თქვა ბარომ ლუქსემბურგში ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
„უნდა გაფორმდეს სამშვიდობო ხელშეკრულება და თვითნებურად დაკავებული პირები და პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.







