პოლიტიკა

ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე: ერევანსა და ბაქოს შორის მოლაპარაკებები გრძელდება

ერევანსა და ბაქოს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა, 19 მაისს, სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება ამ პროცესის გაგრძელების უზრუნველსაყოფად.

„არ გამოვრიცხავ, რომ მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში გაგრძელდეს ორი ქვეყნის ლიდერების, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრების ფორმატში“, – თქვა სიმონიანმა.

ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის თქმით, ეს კარგი ამბავია, მაგრამ კონკრეტული შეთანხმება ჯერ არ არსებობს.

„ასეთი პროცესები მიზნად ისახავს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის ადგილსა და თარიღს. სომხური მხარე და მრავალი საერთაშორისო პარტნიორი შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ, რათა სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა საბოლოოდ რეალობად იქცეს“, – ხაზგასმით აღნიშნა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.

ნახეთ მეტი
Back to top button