პოლიტიკა
განიხილეს სომხეთსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები

19 მაისს, სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი შეხვდა საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს გელა სამხარაულს.
შეხვედრაზე განიხილეს სომხეთსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები.







