პოლიტიკა

აზიზ ნასირზადემ არმენ გრიგორიანთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა ირანის მხარდაჭერა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისადმი

21 მაისს, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა ირანის თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის მინისტრი, ბრიგადის გენერალი აზიზ ნასირზადე მიიღო.

როგორც  უშიშროების საბჭოს ოფისი იუწყება, არმენ გრიგორიანი მიესალმა აზიზ ნასირზადეს ვიზიტს სომხეთში და ხაზი გაუსვა გააქტიურებულ ორმხრივ ვიზიტებს, რომლებიც ხელს უწყობს სომხეთ-ირანის მეგობრული ურთიერთობების უწყვეტ განვითარებასა და განმტკიცებას.

თავის მხრივ, მინისტრმა მადლობა გადაუხადა თბილი დახვედრისთვის და აღნიშნა, რომ ორმხრივ ურთიერთობებს განვითარების ტენდენცია აქვს.

შეხვედრის დროს მინისტრმა ნასირზადემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ირანის მხარდაჭერა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და რეგიონის ქვეყნების დამოუკიდებლობის მიმართ და გამოთქვა წინააღმდეგობა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ნებისმიერი ცვლილებისადმი.

ნახეთ მეტი
Back to top button