მთავარიპოლიტიკა

სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთს სამხრეთ კავკასიიდან აძევებენ: Euronews

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები აბუ დაბიში შეხვდნენ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის დასასრულებლად. ეს იყო სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის პირველი ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ისინი თითქმის ოთხწლიანი კონფლიქტის შემდეგ სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ წერს Euronews.

„ამ შეხვედრის შედეგი საბოლოოდ განსაზღვრავს სამხრეთ კავკასიის მომავალს არა მხოლოდ იმის გამო, თუ რაზე შეთანხმდებიან ორი ქვეყნის ლიდერები, არამედ იმიტომაც, რომ რუსეთი პირველად არ მიიღებს მონაწილეობას სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებაში“.

ბაქომაც და ერევანმაც კრემლისგან დისტანცირება მოახდინეს, რადგან რუსეთთან მათი ურთიერთობები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუარესდა.

აბუ დაბიში შეხვედრა ასევე მოჰყვა სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შორის მსგავს ორმხრივ შეხვედრას.

„უკრაინაში ჩარჩენილი მოსკოვი თანდათან კარგავს გავლენას პოსტსაბჭოთა სივრცეზე“, – წერს Euronews.

ნახეთ მეტი
Back to top button