მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა და ანა ჰაკობიანმა პეკინში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმში მიიღეს მონაწილეობა (ვიდეო)

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, მეუღლესთან, ანა ჰაკობიანთან ერთად, პეკინში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებას შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში მონაწილე სახელმწიფოების მეთაურები, ასევე სხვა ქვეყნების ლიდერები დაესწრნენ.

მაღალი რანგის სტუმრებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი და ქალბატონი პენგ ლუანი დახვდნენ. აღლუმის დროს სიტყვით გამოვიდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი.

სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფოების მეთაურებისა და მათი მეუღლეების პატივსაცემად სი ძინპინისა და ქალბატონი პენგ ლუანის სახელით ოფიციალური მიღება გაიმართა.

ნახეთ მეტი
Back to top button