მთავარისაზოგადოება
რეგიონში პირველად: Team Telecom Armenia 2G ქსელს წყვეტს

Team Telecom Armenia აცხადებს ახალი მასშტაბური პროექტის დაწყებას, რომელიც მიზნად ისახავს მისი მობილური ქსელის ოპტიმიზაციასა და მოდერნიზებას. სომხეთში კომუნიკაციის ხარისხისა და ციფრული გარემოს უსაფრთხოების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების მიზნით, კომპანია 2G ქსელს 2025 წლის 15 ნოემბრიდან გათიშავს. მეორე თაობის მობილური ქსელი სომხეთში 30 წლის წინ, 1995 წელს, ამოქმედდა.
ის თანამედროვე მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, ამიტომ დროა, ის ისეთი ტექნოლოგიებით ჩანაცვლდეს, რომლებიც უფრო უსაფრთხო და ეფექტურ ციფრულ დაფარვას უზრუნველყოფს. Team Telecom Armenia რეგიონში პირველი ოპერატორია, რომელიც მთლიანად თიშავს 2G ქსელს.









