პოლიტიკა

ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ხუმრობს ტრამპის შეცდომაზე, რომელსაც სომხეთი თავის ქვეყანაში აერია

ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ კოპენჰაგენში საფრანგეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, ემანუელ მაკრონთან და ილჰამ ალიევთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეცდომაზე იხუმრა.

რამდენიმე გამოსვლაში აშშ-ის პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა და ვაშინგტონის შეთანხმებებზე საუბრისას სომხეთის ნაცვლად ალბანეთი ახსენა.

Armenpress-ის ცნობით, ონლაინ განთავსებულ ვიდეოში რამა მაკრონს ეუბნება, რომ ამ უკანასკნელმა ბოდიში უნდა მოიხადოს იმის გამო, რომ მას და ალიევს არ მიულოცა ალბანეთსა და აზერბაიჯანს შორის პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება.

პასუხად, ყველა დამსწრე იცინის და მაკრონი ამბობს, რომ ძალიან ნანობს, რომ არ მიულოცა.

ნახეთ მეტი
Back to top button