პოლიტიკა
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა უშიშროების საბჭოს სხდომა

უშიშროების საბჭოს რეგულარული სხდომა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, თავმჯდომარეობით გაიმართა.
Armenpress-ის ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფისი იუწყება, რომ უშიშროების საბჭოს წევრების გარდა, სხდომაში რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანიც მონაწილეობდა.
სხდომის დროს განიხილეს მიმდინარე დღის წესრიგი და უშიშროების საბჭოს უფლებამოსილების ფარგლებში არსებული სტრატეგიული საკითხები.







