პოლიტიკა

აშშ-მ და სომხეთმა უნდა გადაწყვიტონ: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე TRIPP-ში რუსეთის შესაძლო მონაწილეობაზე

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მნაცაკან საფარიანი არ არის ინფორმირებული რუსული კომპანიის, როგორც მესამე მხარის, შესაძლო ჩართულობის შესახებ პროექტში  „ტრამპის გზა –  საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).

„მე არ მსმენია ასეთი ინფორმაციის შესახებ. ამერიკულ მხარესთან აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამ დროისთვის სხვა დეტალებს ვერ მოგაწვდით“, – განაცხადა საფარიანმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემისას, თუ რამდენად ზუსტია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამერიკული მხარის თანახმად, TRIPP პროექტში რუსული კომპანიაც იქნება ჩართული.

საფარიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითოეული ქვეყნის მონაწილეობა ორივე მხარემ, სომხეთმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა გადაწყვიტონ.

„ბუნებრივია, თითოეულ მხარეს თავისი მიდგომა აქვს. ყველაფერი ორ მხარეს შორის კონსულტაციების შედეგად გადაწყდება“, – დასძინა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ყველა გადაწყვეტილება და კომპანიის არჩევანი მხარეთა ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს.

„მაგრამ უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიქმნას სომხურ-ამერიკული კომპანია. ახლა მიმდინარეობს დისკუსიები სწორედ ამ საკითხზე – სომხურ-ამერიკული კომპანიის შექმნაზე“, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button