საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის ამჟამინდელ დინამიკას – მაკა ბოჭორიშვილი

საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესისა და ურთიერთობების ნორმალიზების ამჟამინდელ დინამიკას.
როგორც საქართველოს პირველი არხი იტყობინება, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. ეს უკანასკნელი შეეხო აშშ-ის ჩართულობას სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებში და ამ კონტექსტში მიუთითა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების პროცესზე.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს რეგიონში შეერთებული შტატები აქტიურად არის ჩართული სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარების პროცესში. ჩვენ მივესალმებით იმ დინამიკას, რომელიც ამჟამად ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს და ურთიერთობების ნორმალიზებისკენ არის მიმართული“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სამხრეთ კავკასიას მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება. „თუ ჩვენი როლი შუა დერეფანში უფრო მნიშვნელოვანი გახდება, ეს მხოლოდ ყველასთვის, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო. „ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესებს და არა მხოლოდ ვადევნებთ თვალყურს, არამედ ვმონაწილეობთ კიდეც“, – თქვა მაკა ბოჟორიშვილმა.







