პოლიტიკა

ჩვენ ასეთი მისწრაფებები გვაქვს – ვაჰაგნ ალექსანიანი სომხეთ-თურქეთის საზღვრიდან რუსების გაყვანაზე

ამჟამად, ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. გუშინ ეროვნულ ასაბლეაში ჟურნალისტებთან ბრიფინგზე, ეროვნული ასამბლეის ფრაქციის დეპუტატმა ვაჰაგნ ალექსანიანმა ეს ახსენა, როდესაც რუსი მესაზღვრეების „ახურიკის“ სასაზღვრო პუნქტიდან შესაძლო გაყვანასა და მათი სომხურ მხარეს გადაყვანასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მიანიშნა.

„საჭიროების შემთხვევაში, ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ თქვენ ასევე იცით, რომ ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ, რომ ჩვენ თვითონ განვახორციელოთ ჩვენი სასაზღვრო კონტროლი სომხეთის რესპუბლიკის მთელ საზღვარზე და თანდათანობით მივდივართ იმ წერტილისკენ, სადაც ჩვენ განვახორციელებთ ჩვენს ყველა სასაზღვრო კონტროლს, ბუნებრივია, მადლიერები ვართ, მათ შორის შესაბამისი რუსული სამსახურების, რომლებმაც ეს მომსახურება შეასრულეს. ყველაფერი „ზვარტნოცის“ აეროპორტში სასაზღვრო კონტროლით დაიწყო.

თქვენ იცით, რომ ირანთან საზღვარზე მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობდა და ახლა სამუშაოები, ბუნებრივია, გრძელდება და ჩვენ თანდათან ვზრდით და ვავითარებთ ჩვენს შესაძლებლობებს“, – აღნიშნა მან.

სომხეთ-თურქეთის საზღვრიდან რუსი მესაზღვრეების გასვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ვაჰაგნ ალექსანიანმა განაცხადა:

 „ვერ ვიტყვი, არის თუ არა ასეთი პროცესი ამ კონკრეტულ მონაკვეთზე, მაგრამ ამის შესახებ შესაბამისი განცხადება აუცილებლად გაკეთდება.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახელმწიფოს ხედვაა, პირადად განახორციელოს საკუთარი საზღვრის, საბაჟო პუნქტების კონტროლი და ამ მხრივ ჩვენც არ ვართ გამონაკლისი და ჩვენც გვაქვს ასეთი მისწრაფებები. ახლა ვერ ვიტყვი, სადამდე მივიდა პროცესი, ამ ეტაპზე არ მაქვს არანაირი მონაცემი აღნიშნულ საკონტროლო პუნქტთან დაკავშირებით“.

ნახეთ მეტი
Back to top button