ეკონომიკა
2024 წელს საქართველომ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო, ვიდრე სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთად

2024 წელს სომხეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 139 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ გაეროს ანგარიშშია ნათქვამი.
უფრო მეტიც, საქართველოში ეს მაჩვენებელი 1 მილიარდ 334 მილიონი დოლარი იყო, ხოლო აზერბაიჯანში – 231 მილიონი დოლარი.
ეს მაჩვენებლები ადასტურებს, რომ გასულ წელს საქართველომ ორჯერ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიზიდა, ვიდრე სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთად.







