საზოგადოება

თეირანში  წმინდა სარქისის სომხურ ეკლესიაში ირანის უზენაესი ლიდერის გარდაცვალებიდან 40 დღისადმი  მიძღვნილი ცერემონია გაიმართა

ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა სეიედ ალი ხამენეის გარდაცვალებიდან 40 დღისადმი  მიძღვნილი ცერემონია თეირანში, წმინდა სარქისის სომხურ ეკლესიაში გაიმართა, იტყობინება IRNA.

სააგენტოს ცნობით, ცერემონიას ესწრებოდნენ კულტურისა და ისლამური ხელმძღვანელობის მინისტრი და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ ირანის უზენაესი ლიდერი 28 თებერვალს, თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში მოკლეს აშშ-სა და ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად.

ნახეთ მეტი
Back to top button