
23 აპრილს, სრ თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
სურენ პაპიკიანმა პრემიერ-მინისტრ კობახიძეს სრ პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, თბილი მოკითხვა გადასცა.

თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა თანამშრომლობის პრიორიტეტები და პერსპექტივები წარმოადგინა და მაღალი შეფასება მისცა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პროცესს.
შეხვედრის დროს მხარეები რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც შეეხნენ, რომლის კონტექსტშიც ხაზი გაუსვეს, რომ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება რეგიონის ყველა ქვეყნის განვითარებასა და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.







