სომხეთი და აზერბაიჯანი არ განიხილავენ სომხებისა და აზერბაიჯანელების ურთიერთდაბრუნების საკითხს – ფაშინიანი

სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობები მოლაპარაკებების დროს არ განიხილავენ იძულებით გადაადგილებული სომხებისა და აზერბაიჯანელების ურთიერთდაბრუნების საკითხს.
„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ არ განგვიხილავს და არც განვიხილავთ აზერბაიჯანელების დაბრუნების საკითხს, არც ყარაბაღელი სომხების, ბაქოელი სომხების დაბრუნების საკითხს ან სხვა ადგილებიდან სომხების დაბრუნების საკითხს. ორივე მიმართულებით დისკუსიები პროვოკაციულ გავლენას ახდენს მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციაზე და გამწვავებას იწვევს“, – თქვა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ორივე საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში ერთსა და იმავე ძალებს შემოაქვთ:
„ჯერ ერთი საკითხის ესკალაციას იწყებენ, როცა დაინახავენ, რომ ნაკლებ ეფექტურია, უმატებენ მეორე საკითხსაც. ეს იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაციაა, მეტი არაფერი. მაგალითად, დარწმუნებული ვარ, რომ კალუგაელ ოლიგარქს თვითონ არ ესმის, რაზე საუბრობს, მას ინსტრუქციებს აძლევენ, ამბობს იმას“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა, პარტია „ძლიერი სომხეთის“ თავმჯდომარეზე, ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანზე მითითებით.
ბოლო დღეებში პარტია „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანულ მხარეს დაჰპირდა, რომ უზრუნველყოფს 300 ათასი აზერბაიჯანელის სომხეთის რესპუბლიკაში დაბრუნებას“.







