საზოგადოება
თბილისმა სომხეთის პირველი რესპუბლიკის გამოცხადების დღე აღნიშნა

სომხეთის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში სომხეთის ელჩმა აშოტ სმბატიანმა და საელჩოს თანამშრომლებმა ყვავილებით შეამკეს თბილისში ეროვნული სასახლის მემორიალური დაფა, რომელიც სომხეთის პირველი რესპუბლიკის გამოცხადებას ეძღვნება.
1918 წლის 28 მაისს, თბილისელ ეროვნული სასახლის ისტორიული შენობის სხდომათა დარბაზში, სომხეთის ეროვნულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სომხეთის პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ, რითაც აღდგა სომხური სახელმწიფოებრიობა, იტყობინება საელჩო.
სომხეთის ელჩმა და საელჩოს თანამშრომლებმა, დირექტორ ნინა ყიფიანის თანხლებით, დაათვალიერეს თბილისის ეროვნული სასახლის განახლებული შენობა.







