კულტურა

ტრადიციული ვარდატონი თბილისში

თბილისში აღინიშნა  სიმღერისა და მუსიკის ოსტატის  საიათნოვას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ვარდატონი, იტყობინება  სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.

ტრადიციისამებრ, პარაკლისის  შემდეგ, ღონისძიების მონაწილეებმა ყვავილები მიიტანეს საიათნოვას მემორიალთან, რომელიც მდებარეობს წმინდა გევორგის საკათედრო ტაძრის ეზოში, რის შემდეგაცგორგასლის მოედანზე გაიმართა სადღესასწაულო კონცერტი  ღია ცის ქვეშ.

მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სომეხთა კავშირის პრეზიდენტი მ. არაქელოვა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი ვლადიმერ პოღოსიანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე მაყვალა  გონაშვილი.

ვ. პოღოსიანი, სომხეთის რესპუბლიკის ელჩის მიმართვის გადმოცემით, შეეხო სომეხ და ქართველ ხალხებს შორის საუკუნოვან, ურღვევ მეგობრობას, რომელშიც განსაკუთრებული როლი და ადგილი უჭირავს საიათნოვას, რომლის სახეც, მისი თქმით, განასახიერებს თბილისის სულისკვეთებას, რომელიც კულტურათა გზაჯვარედინია.

სომხეთისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გუნდები და საცეკვაო ჯგუფები, ასევე სომხური ხალხური და გუსანური სიმღერის სოლისტები ვარდან ბადალიანი და არპინი, შეასრულეს მუსიკალური და საცეკვაო ნომრები.

ნახეთ მეტი
Back to top button