ეკონომიკა

სომეხი და თურქი ბიზნესმენები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის დასაწყებად შექმნილ ხელსაყრელ გარემოს

სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში და სომხეთისა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობების მხარდაჭერით, 2 ივნისს, სომხური ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა გადაკვეთეს სომხეთ-თურქეთის სახმელეთო საზღვარი და ყარსში გაემგზავრნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ შეხვედრაში თურქეთის ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან.

როგორც Armenpress-ი იტყობინება, ორი ქვეყნის ბიზნეს საზოგადოება მიესალმა სომხეთსა და თურქეთს შორის ორმხრივი ვაჭრობის დასაწყებად შექმნილ ხელსაყრელ გარემოს. შეხვედრის დროს, ორი ქვეყნის ბიზნეს საზოგადოებამ, რომლებიც წარმოადგენდნენ კვების პროდუქტების, სასმელების, ჩამოსხმული წყლის, წვენების, ხილის, თამბაქოს, მშენებლობის, ტურიზმის, ყვავილების წარმოებისა და სხვა სექტორებს, ხაზი გაუსვეს სომხეთსა და თურქეთს შორის სავაჭრო სექტორში თანამშრომლობის მნიშვნელოვან პოტენციალს და გაცვალეს მოსაზრებები მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

შეხვედრის მონაწილეები მიესალმნენ თურქეთში სომხეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი ვაჭრობის დასაწყებად საჭირო ადმინისტრაციული პროცედურების დასრულებას, რაც საშუალებას მისცემს ორ ქვეყანას შორის მესამე ქვეყნის გავლით ტვირთების გადაზიდვისას დანიშნულების ან წარმოშობის ქვეყნის სახით „სომხეთი/თურქეთი“ იყოს მითითებული და პირიქით. გარდა ამისა, მათ ხაზი გაუსვეს სომხური საქონლისთვის ახალქალაქის (საქართველო)-ყარსის (თურქეთი) რკინიგზაზე წვდომის უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რაც ორმხრივი და რეგიონული ვაჭრობის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

ნახეთ მეტი
Back to top button