პოლიტიკა
არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთს სურს, სომხეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი არჩევნებში დამარცხდეს. მარკო რუბიო

რუსეთი დიდად არ არის კმაყოფილი შეერთებული შტატებისა და სომხეთის ურთიერთთანამშრომლობით. ამის შესახებ იტყობინება Armenpress-ი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, კონგრესში ორგანიზებულ მოსმენებზე გაკეთებული განცხადების მოტივით.
„ვფიქრობ, არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთის ფედერაციას სურს სომხეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი არჩევნებში დამარცხდეს შეერთებულ შტატებთან მზარდი ურთიერთობების გამო“, – თქვა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე არანაირად არ ერევა სომხეთის სუვერენიტეტსა და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებში, მაგრამ დაინტერესებულია სომხეთთან ურთიერთობებით, რომლებიც არა მხოლოდ მშვიდობაზე, არამედ ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობაზეც არის დაფუძნებული.







