რუსმა პარლამენტარებმა სომხეთის სუვერენიტეტს ომი გამოუცხადეს: საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩვენ ვისმენთ რუსი პარლამენტის წევრების, სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებისა და ექსპერტების გამონათქვამებს, რომლებმაც სომხეთის სუვერენიტეტს ომი გამოუცხადეს და მუდმივად ერევიან სომხეთის შიდა საქმეებში. ამის შესახებ პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ დეპუტატობის კანდიდატმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა 2 ივნისს საზოგადოებრივი ტელევიზიის წინასაარჩევნო დებატების დროს განაცხადა.
„ყოველდღე და ყველგან ვაწყდებით ჰიბრიდულ საფრთხეებს, მათ შორის უზარმაზარი დეზინფორმაციისა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების, რომელთაგან ნაწილი სომხეთში პოლიტიკური და ექსპერტული საზოგადოების მიერ გენერირდება, ხოლო ნაწილი – საზღვარგარეთიდან, მათ შორის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთიდან“, – აღნიშნა მირზოიანმა.
ამავდროულად, მან დასძინა, რომ ყველა ეს საკითხი უნდა გადაწყდეს კონსტრუქციულ, სამუშაო, პარტნიორულ გარემოში. მირზოიანმა დაარწმუნა, რომ სომხეთსა და რუსეთს ელის ნორმალური პატნიორული ურთიერთობები.







