პოლიტიკა

ფაშინიანმა და ერდოღანმა სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ამის შესახებ იტყობინება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტს ყურბან ბაირამობა მიულოცა. პრეზიდენტმა ერდოღანმა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს 51-ე დაბადების დღე მიულოცა.

ასევე განიხილეს თურქეთსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი და რეგიონული საკითხები.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი პირდაპირი ვაჭრობის დაწყებისკენ მიმართული ნაბიჯებით გრძელდება. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ძალისხმევას დებს და რომ თურქეთი ყოველთვის მხარს დაუჭერს ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს.

საუბარში ასევე ხაზი გაესვა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ჯევდედ  ილმაზის, სომხეთში ვიზიტს ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტში მონაწილეობის მიზნით, თურქეთ-სომხეთის პირდაპირი ვაჭრობის პროცედურების დამყარების გადაწყვეტილებას და ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის გახსნას სომხეთიდან ექსპორტისა და იმპორტისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button