მეუბნებიან, რომ მარწყვის გამო ჩვენს დამოუკიდებლობას არ დავთმობთ – არარატ მირზოიანი

პარტია „სამოქალაქო კონტრაქტის“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გავარში გამოსვლისას არარატ მირზოიანმა 7 ივნისს გასამართი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, სომხეთის ეკონომიკურ დივერსიფიკაციასა და რუსეთის მიერ სომხური სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტზე ბოლო დროს დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს ჩვენს ისტორიაში პირველი არჩევნებია, რომელიც მშვიდობიან გარემოში ტარდება, რაც საშუალებას იძლევა, ქვეყანა ეკონომიკური ჩიხიდან გამოვიდეს და ის გადამწყვეტ გზაჯვარედინად იქცეს.
რუსეთის ფედერაციის მიერ სომხურ საქონელზე დაწესებულ შეზღუდვებზე საუბრისას მირზოიანმა განაცხადა: „რუსეთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ სომხური კენკრის, ხილის, ბოსტნეულის, „ჯერმუკისა“ და რძის პროდუქტებისთვის რუსეთის ბაზარზე შესვლას კეტავს. ჩემთვის გაუგებარი და უსაფუძვლო მიზეზების გამო… მაგრამ გარწმუნებთ, რომ ამ საკითხებს ჩვენს რუს პარტნიორებთან ერთად ძალიან კონსტრუქციული, პარტნიორობაზე დაფუძნებული სამუშაო დისკუსიების გზით მოვაგვარებთ“.
ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა, რომ არსებულმა სიტუაციამ საშუალება მოგვცა, სერიოზულად ჩავერთოთ ეკონომიკურ დივერსიფიკაციაში და აღმოვაჩინოთ ახალი ბაზრები ევროკავშირსა და არაბულ ქვეყნებში. მოქალაქეების ურყევ მონდომებაზე საუბრისას, არარატ მირზოიანმა ერთ-ერთი სოფლის მცხოვრების სიტყვები მოიყვანა:
„ამ ამბავს გაცილებით საინტერესო ფენაც აქვს. დღეს მომმართა მოქალაქემ, მარწყვის მწარმოებელმა, და მითხრა შემდეგი: „ბატონო მირზოიან, მარწყვის გამო ჩვენს დამოუკიდებლობას არ დავთმობთ“.
„ნამდვულად, მარწყვის გამო ჩვენ ჩვენს დამოუკიდებლობას არ დავთმობთ“, – დაასკვნა მირზოიანმა.







