პოლიტიკა

ზელენსკიმ ევროპას მოუწოდა, სომხეთს უფრო მეტი მხარდაჭერა გაუწიოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპას მოუწოდა, უფრო მეტი მხარდაჭერა გაუწიოს იმ ქვეყნებს, მათ შორის სომხეთს, რომელთა თავისუფლებასაც რუსეთი უშლის ხელს.

 „არმენპრეს“-ის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ თავის Facebook გვერდზე დაწერა უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთან, ოლეგ ივაშჩენკოსთან შეხვედრის შემდეგ. „ჩვენ გვჯერა, რომ ევროპამ მნიშვნელოვნად უნდა დაუჭიროს მხარი ყველა ერს, რომელსაც რუსეთი კბილებით ეჭიდება და ცდილობს თავისუფლება არ დაუთმოს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია სომხეთისთვის ამ ქვეყანაში არჩევნების წინ. ეს არ არის მხოლოდ ერთი ან მეორე პოლიტიკური არჩევანის საკითხი. საქმე ეხება ხალხის ფუნდამენტურ უფლებას, აირჩიონ საკუთარი მომავალი. ევროპას აქვს საჭირო შესაძლებლობები, რათა დაიცვას ფუნდამენტური წესები, რომლებიც ყოველთვის მუშაობდა და გააგრძელებს მუშაობას უსაფრთხოების მხარდასაჭერად“, – ნათქვამია მის პოსტში.

ნახეთ მეტი
Back to top button