პოლიტიკა

ევროკავშირი სომხეთს 50 მილიონ ევროზე მეტ მხარდაჭერას გამოუყოფს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი დაუყოვნებელ  სომხეთს 50 მილიონ ევროზე მეტ ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს, რუსეთის მიერ სომხეთის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე.

დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას ფონ დერ ლაიენმა გააკრიტიკა სომხური სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა და ყვავილების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები და ისინი ეკონომიკური ზეწოლის ინსტრუმენტად შეაფასა.

მისი თქმით, ევროკავშირი მხარს დაუჭერს რუსული შეზღუდვებით დაზარალებულ სექტორებს და ხელს შეუწყობს სომხური პროდუქციის ექსპორტს ახალ ბაზრებზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს ევროკავშირსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების განვითარება. ამ მიზნით შეიქმნება ევროკავშირსა და სომხეთს შორის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერამ 2024 წლიდან უკვე დაეხმარა დაახლოებით 7000 სომხურ ბიზნესს და ხელი შეუწყო 20 000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას.

ნახეთ მეტი
Back to top button