
მოუთმენლად ველი ევროკომისიის პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის დღეს შეთანხმებულ ევროკავშირ-სომხეთის სამუშაო ჯგუფის გახსნას.
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მართა კოსმა ამის შესახებ თავის X მიკრობლოგზე დაწერა.
„ევროპა სოლიდარობას უცხადებს სომხეთს რუსეთის მხრიდან ეკონომიკური იძულების წინააღმდეგ.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა, სავაჭრო ზომები და სოლიდარობა ხელს შეუწყობს ზეწოლის შემსუბუქებას. მოუთმენლად ველი სომხეთში მალე დაბრუნებას“, – აღნიშნა კოსმა.
ადრე ევროკავშირმა გამოაცხადა სომხეთისთვის დახმარების პროგრამები რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების ფონზე.







