დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია სომხეთში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება

დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო დამკვირვებელთა ჯგუფი სომხეთში მომავალი საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგში მიიღებს მონაწილეობას. „არმენპრეს“-ის ცნობით, დსთ-ს IPA-ს პრესსამსახური იტყობინება, რომ მისია ეროვნული კრების პრეზიდენტის, ალენ სიმონიანის მოწვევის საფუძველზე შეიქმნა. სადამკვირვებლო ჯგუფის კოორდინატორად ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის თავმჯდომარის მოადგილე ჟაკიპ ასანოვი დაინიშნა. არჩევნების დაკვირვებაში მონაწილეობას მიიღებენ ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის პარლამენტების დეპუტატები და სენატორები, ასევე დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წარმომადგენლები და დსთ-ს IPA-ს დემოკრატიის განვითარების მონიტორინგის საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტები. დამკვირვებლების სამუშაო პროგრამა მოიცავს შეხვედრებს სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ეროვნული კრების, ადმინისტრაციული სასამართლოს ხელმძღვანელობასთან, ასევე არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან. 7 ივნისს დსთ-ს IPA-ს საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებს ერევნისა და სომხეთის რეგიონების საარჩევნო უბნებზე დააკვირდებიან.







