პოლიტიკა

TRIPP-ის პროექტის განსახორციელებლად პოლიტიკური და ფინანსური დაბრკოლებები არ არსებობს – ფაშინიანი

TRIPP-ის პროექტის განხორციელება სამუშაო ფაზაშია და მისი რეალიზაციის გზაზე პოლიტიკური ან ფინანსური ხასიათის დაბრკოლებები არ არსებობს.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

„მიმდინარეობს უწყვეტი სამუშაო პროცესი. თუ ყოველდღიურ რეჟიმში არა, მინიმუმ ყოველკვირეულ ჭრილში განიხილება საინჟინრო, საპროექტო, ფინანსური და ლოგისტიკური საკითხები. ანუ, პროცესი წინ მიდის და თუ ტექნიკური პრობლემები ხელს არ შეგვიშლის, წელს უკვე გვსურს უშუალოდ ადგილზე ვიხილოთ სამშენებლო სამუშაოები“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სომხეთ-აშშ-ის თანამშრომლობაზე საუბრისას, ფაშინიანმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება ორმხრივი მნიშვნელოვანი დოკუმენტის რატიფიცირება და მისი პრაქტიკული განხორციელების ეტაპზე გადასვლა.

სომხეთმა და შეერთებულმა შტატებმა TRIPP-ის პროექტის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას ხელი 4 ივნისს მოაწერეს.

ნახეთ მეტი
Back to top button