მთავარიპოლიტიკა

ჩვენ თქვენთან ვართ  –  ფონ დერ ლაიენის პოსტი სომხურ ენაზე

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთში ვიზიტის შესახებ თავის X მიკრობლოგზე პოსტი გამოაქვეყნა.

„კარგია ერევანში ასე მალე დაბრუნება. ბოლო არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა სომხეთის დემოკრატიის სიძლიერე. სომხეთი აგრძელებს რეფორმების გზას და ევროპას უახლოვდება. სწორედ ამიტომ ვარ აქ მკაფიო გზავნილით. სომხეთს შეუძლია ჩვენზე დაყრდნობა“, – აღნიშნა მან და სომხურ ენაზე დასძინა:

„ჩვენ თქვენთან ვართ“. ევროკომისიის პრეზიდენტმა ცალკე პოსტებში ისაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებების შედეგებზე. მან აღნიშნა, რომ სომხეთმა თავისი სუვერენული არჩევანი გააკეთა.

„ სწორედ ამიტომ აწყდებით რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზეწოლას. როდესაც ჩვენს პარტნიორებზე ზეწოლა იზრდება, ჩვენ წინ მივდივართ. ჩვენ გავაძლიერებთ და გავამრავალფეროვნებთ სომხეთის ვაჭრობასა და ეკონომიკას“, – ხაზგასმით აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

ნახეთ მეტი
Back to top button