პოლიტიკა

რუსეთი იმედოვნებს, რომ არჩევნების შემდეგ სომხეთში ჩამოყალიბებული მთავრობა რუსეთთან ურთიერთობებს განავითარებს

მოსკოვი იმედოვნებს, რომ არჩევნების შემდეგ სომხეთში ჩამოყალიბებული მთავრობა რუსეთთან მეგობრობისა და კეთილმეზობლობის სულისკვეთებით ურთიერთობების განვითარებას უზრუნველყოფს.

ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დროს განაცხადა

 „ჩვენ ველით, რომ კენჭისყრისა და არჩევნების  შემდეგ ჩამოყალიბებული ახალი მთავრობა რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების პროგრესულ განვითარებას მეგობრობის, კეთილმეზობლობის, ურთიერთპატივისცემისა და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინების სულისკვეთებით უზრუნველყოფს“, – განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.

მიხაილ მიშუსტინმა ასევე აღნიშნა, რომ ფაშინიანის ეკატერინბურგში ვიზიტი მისი პირველი საგარეო ვიზიტი იყო სომხეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ასევეისაუბრა სომხეთის მიერ რუსი ინვესტორებისთვის კომფორტული გარემოს შექმნის მნიშვნელობაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ სომხეთის მთავრობამ განაგრძოს რუსი ინვესტორებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა, რათა შექმნას და უზრუნველყოს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების პატივისცემა“, – განაცხადა მიხაილ მიშუსტინმა.  სომხეთისა და რუსეთის მთავრობების მეთაურების შეხვედრა ეკატერინბურგში, „ინოპრომის“ საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გაიმართა.

ნახეთ მეტი
Back to top button