
რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის მოლაპარაკებები დაახლოებით 1,5 საათს გაგრძელდა.
ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი იტყობინება. მიშუსტინსა და ფაშინიანს შორის შეხვედრა ორშაბათს, ეკატერინბურგში, „ინოპრომის“ საერთაშორისო სამრეწველო გამოფენის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრის დროს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ერევანი მოსკოვთან ურთიერთობების განვითარებისკენ არის მიმართული და დაინტერესებულია ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობით, ასევე ისაუბრა ბოლო დროს წარმოქმნილ პრობლემებზე.







