პოლიტიკა

პუტინი, სავარაუდოდ, უკრაინაში ომის ესკალაციას აირჩევს ტრამპის მიერ ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებების მიუხედავად.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარყო კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მოწოდებები და უკრაინული დრონების მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ბოლოდროინდელმა დარტყმებმა გააძლიერა მისი გადაწყვეტილება, დროებით გააგრძელოს საომარი მოქმედებები. ამის შესახებ იტყობინება „როიტერი“, კრემლთან დაახლოებულ სამ წყაროზე დაყრდნობით, წერს BBC-ის რუსული სამსახური. ორმა მათგანმა თქვა, რომ პუტინი, სავარაუდოდ, კონფლიქტის ესკალაციას მოახდენს. სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ შეაფასა ესკალაციის „მაღალი ალბათობა“ მომდევნო თვეებში.

„როიტერის“ მიერ მოყვანილი ერთ-ერთი წყაროს თანახმად, პუტინი ამტკიცებს, რომ ის ცდილობს მიაღწიოს თავის მთავარ მიზანს – დონბასის დანარჩენი ნაწილის დაკავებას. წყაროს თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გაკიცხა მრჩევლების ჯგუფი, რომლებმაც შესთავაზეს ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ. მეორე წყაროს თქმით, პუტინი თვლის, რომ რუსეთი მალე დაიპყრობს დონბასს. ზოგიერთი დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ დონბასის დაკავების მიზნის მისაღწევად, რუსეთმა სავალდებულო გაწვევა უნდა შემოიღოს. ასეთი გაწვევა პოლიტიკურად არაპოპულარული ზომაა, რომლის განხორციელებასაც პუტინი ერიდება.

ნახეთ მეტი
Back to top button