პოლიტიკა
ევროკავშირის ახალი მისია სომხეთს კიბერ საფრთხეების, დეზინფორმაციისა და უკანონო ფინანსური ნაკადების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება: კალასი

სომხეთში ევროკავშირის ახალი მისია მუშაობას დაიწყებს, რათა სომხეთის ხელისუფლებას კიბერ საფრთხეების, დეზინფორმაციისა და უკანონო ფინანსური ნაკადების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს.
„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ სომხეთი და მოლდოვა გარე ზეწოლის წინაშე დგანან.
„გასულ კვირას ევროკავშირმა სომხეთისთვის ეკონომიკური დახმარების დიდი პაკეტი გამოაცხადა, რათა მას რუსეთის ზეწოლაზე წინააღმდეგობის გაწევაში დაეხმაროს. მინისტრებმა დღეს დაამტკიცეს ადგილზე ევროკავშირის ახალი მისიის დაწყება“, – თქვა კალასმა.







