
სომხეთი და აზერბაიჯანი აგრძელებენ აზრთა და წინადადებების გაცვლას საზღვრის დემარკაციის სამუშაოების მომდევნო ეტაპებზე. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის კომისიის თავმჯდომარემ, მჰერ გრიგორიანმა, „არმენპრესის“ კითხვის პასუხად განაცხადა.
კითხვაზე, თუ რა ეტაპზეა სადემარკაციო სამუშაოები, არის თუ არა შეთანხმება კომისიების შემდეგი სხდომის თარიღზე მჰერ გრიგორიანმა უპსუხა, რომ კომისიების მორიგი სხდომის თარიღზე კონკრეტული შეთანხმება ჯერ არ არის. მხარეები განაგრძობენ აზრთა და წინადადებების გაცვლას სადემარკაციო სამუშაოების შემდგომი ეტაპების სამუშაო წესით ორგანიზების საკითხებზე.







