მთავარისაზოგადოება

Apple Pay და Google Pay ხელმისაწვდომია ერევნის საზოგადოებრივ ტრანსპორტში

ერევნის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრებს ახლა უკვე შეუძლიათ გადახდების განხორციელება Apple Pay-სა და Google Pay-ს გამოყენებით.

Armenpress-ის ცნობით, ერევნის მერმა ტიგრან ავინიანმა ამის შესახებ თავის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.

„Apple Pay და Google Pay ახლა უკვე ხელმისაწვდომია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რასაც ყველას ვულოცავ“, – აღნიშნა ავინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button