საზოგადოება

3000-ზე მეტი მომლოცველი წმინდა თადეოზის მონასტერში

ირანში, წმინდა თადეოზის მონასტერში 72-ე ყოველწლიური მომლოცველობა და საღვთო ლიტურგია გაიმართა, იტყობინება ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო სომხეთის რესპუბლიკაში.

აღნიშნულია, რომ მომლოცველობაში, რომელიც 16-18 ივლისს გაიმართა, ირანიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3000-ზე მეტი სომეხი მონაწილეობდა.

ატრპატაკანის სომხური ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა უწმინდესობამ ჩიფტჯიანმა ამ ცერემონიის გზავნილი ირანსა და მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და სიმშვიდის სურვილად მიიჩნია. „წმინდა თადეოზი ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული იყო, რომელიც ამ ადგილას ქრისტიანობის საქადაგებლად მოვიდა და აქ არის დაკრძალული. წმინდა თადეოზის მონასტერი ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button