კულტურა
ოთხმოცდაათი ფილმი ორმოცი ქვეყნიდან: ერევანში „ოქროს გარგარის“ 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო

დაიწყო ერევნის კინოფესტივალი „ოქროს გარგარი“. 19 ივლისამდე ფესტივალი წარადგენს საკონკურსო და კონკურენტულ პროგრამებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალებზე წარდგენილ ფილმებს, რომლებიც ერთ პლატფორმაზე აერთიანებს ცნობილ კინოავტორებს, ინდუსტრიის პროფესიონალებს და კინოს მოყვარულებს.
წელს ფესტივალზე 600-მდე განაცხადი შევიდა მსოფლიოს 90 ქვეყნიდან, საიდანაც შეირჩა 90 ფილმი 40 ქვეყნიდან.
“ოქროს გარგარის” საპატიო სტუმარია ცნობილი ფრანგი სომეხი მსახიობი, დრამატურგი და რეჟისორი სიმონ აბგარიანი.
ერევანში ამერიკელი სომეხი პროდიუსერი სევ ოჰანიანიც ჩამოვა, რათა სომეხი მაყურებლის წინაშე წარადგინოს ფილმი „ცოდვილნი“ .







