EPI-ს ინდექსი: საქართველო ეკოლოგიურ რეიტინგში მეზობელ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია – სად უფრო უფრთხილდებიან გარემოს?

bpn.ge წერს, რომ ყველაზე ეფექტური გარემოსდაცვითი პოლიტიკის მქონე ქვეყნების გლობალური რეიტინგის სათავეში ევროპის ქვეყნები მოხვდა. ამის შესახებ გარემოსდაცვითი ეფექტიანობის ინდექსის 2026 წლის კვლევაშია აღნიშნული.
როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ევროპის წამყვანი პოზიცია, პირველ რიგში, განპირობებულია განახლებადი ენერგიის განვითარებით და სხვადასხვა სახის დაბინძურების, როგორიცაა ჰაერის ხარისხი და პლასტმასის ნარჩენები, შემცირების ზომებით.
10 ქვეყანა, რომელსაც ყველაზე ეფექტური გარემოსდაცვითი პოლიტიკა აქვს, არის:
- ესტონეთი
- ლუქსემბურგი
- გაერთიანებული სამეფო
- ფინეთი
- ნიდერლანდები
- გერმანია
- საფრანგეთი
- ნორვეგია
- შვედეთი
- ავსტრია
10 ქვეყანა, რომელსაც ყველაზე ნაკლები წვლილი მიუძღვის გარემოს დაცვაში, არის:
- ლაოსი
- ინდოეთი
- ბანგლადეში
- მალი
- ვიეტნამი
- მალდივები
- ლიბია
- მავრიტანია
- ინდონეზია
რაც შეეხება საქართველოს, აღნიშნულ რეიტინგში ის 79-ე ადგილზე განთავსდა. როგორც აღმოჩნდა, საქართველო გარემოსდაცვითი ეფექტიანობის ინდექსში მეზობელ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია – მას მხოლოდ სამხრეთის მეზობელი – სომხეთი უსწრებს.
125-ე ადგილზე იმყოფება თურქეთი, 75-ზე სომხეთი, 89-ზე რუსეთი, ხოლო აზერბაიჯანი 92-ე პოზიციას იკავებს.







