ეკონომიკა

როგორია ბინების ფასი საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებში

bpn.ge წერს, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის 1 კვ.მ საცხოვრებელი ბინის ფასი დედაქალაქის ცენტრში ყველაზე ძვირი რუსეთში, ხოლო ყველაზე იაფი თურქეთშია – ამის შესახებ ირკვევა Numbeo-ს განახლებული მონაცემებიდან.

უფრო კონკრეტულად, მოსკოვში 1 კვ.მ ბინის საშუალო გასაყიდი ფასი ქალაქის ცენტრში 10 870 დოლარს შეადგენს. ეს კი მაშინ, როცა ანკარაში 1 კვ.მ-ის ფასი 1 705 დოლარის ფარგლებშია.

საქართველოს მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებს შორის ბინების სიძვირით მოსკოვს ერევანი მოსდევს, სადაც 1 კვ.მ-ის ფასი 2 975 დოლარია.

კვლევის თანახმად, თბილისში 1 კვ.მ-ის ფასი 2 448 დოლარის ფარგლებშია. რაც შეეხება ბაქოს, აქ ბინების საშუალო გასაყიდი ფასი 1 კვ.მ-ზე 2 237 დოლარს შეადგენს.

ნახეთ მეტი
Back to top button