
სომხური ყვავილები უკვე ექსპორტირდება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.
“Armenpress”-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, გევორგ პაპოიანმა, Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.
“სომხური ყვავილები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, კერძოდ დუბაიში, შემოვიდა. განსაკუთრებული მადლობა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის ეკონომიკურ მრჩეველს, ჰაიკ მხითარიანს, “ამ საქმის თავის მობმისთვის”, – წერს მინისტრი და თანდართულ ფოტოებს აქვეყნებს.
რუსეთის როსსელხოზნადზორმა 22 მაისიდან სომხეთიდან ყვავილების პროდუქციის იმპორტზე დროებითი შეზღუდვები დააწესა.
სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არმან ხოჯოიანი, 16 ივლისს არაბთა გაერთიანებული საემიროების ბიზნეს დელეგაციას შეხვდა. შეხვედრის დროს ასევე განიხილეს სომხეთიდან არაბთა გაერთიანებული საემიროების ბაზარზე ყვავილების ექსპორტის შესაძლებლობებთან დაკავშირებული საკითხები.







