ეკონომიკა
საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 50 პროცენტით გაიზარდა

2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 49.4 პროცენტით გაიზარდა და 421 მილიონ 500 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ BM.GE იტყობინება.
დადებითი სავაჭრო ბალანსის მიუხედავად (ექსპორტი იმპორტს აჭარბებს), ძირითადი დინამიკა იმპორტის მკვეთრმა ზრდამ უზრუნველყო.
კერძოდ, სომხეთიდან იმპორტი 98.5 პროცენტით გაიზარდა, თითქმის გაორმაგდა და 166 მილიონ 100 ათას აშშ დოლარს მიაღწია, რის წყალობითაც სომხეთმა საქართველოს უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებს შორის მე-9 ადგილი დაიკავა (2.3 პროცენტიანი წილით).







