
7 ივნისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ სომხეთში ჩამოყალიბებული პარლამენტის პირველი სხდომა 2 აგვისტოს გაიმართება.
Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ვაჰაგნ ჰოვაკიმიანმა.
„ვიხელმძღვანელე რა „სომხეთის რესპუბლიკის საარჩევნო კოდექსის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის 100-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე „სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების რეგლამენტის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმადაც, რიგითი არჩევნების შემთხვევაში, ახლადარჩეული ეროვნული კრების პირველი სხდომა მოიწვევა წინა მოწვევის ეროვნული კრების უფლებამოსილების ვადის გასვლის დღეს, 10:00 საათზე, რომელსაც აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ვაცხადებ:
„სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების 2026 წლის 7 ივნისს ჩატარებული რეგულარული არჩევნებით არჩეული სომხეთის რესპუბლიკის ახლადარჩეული ეროვნული კრების პირველი სხდომის მოწვევის თარიღია 2026 წლის 2 აგვისტო, 10:00 საათი“, – ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებაში.
21 ივლისს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხელი მოაწერა ოქმს სომხეთში 7 ივნისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში შესული პოლიტიკური ძალებისთვის მანდატების განაწილების შესახებ. შესაბამისად, პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულება“-მ 64 მანდატი მიიღო, ბლოკმა „ძლიერი სომხეთი“ – 29, ხოლო ბლოკმა „სომხეთი“- 12 მანდატი.







