ეკონომიკა

სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მეორე ენერგობლოკის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივების პროგრამის 26 სამუშაო დასრულდა

23 ივლისის სხდომაზე სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა ანგარიში სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მეორე ენერგობლოკის ექსპლუატაციის ვადის ორმაგი გახანგრძლივების პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების პროგრესის შესახებ. Armenpress-ის ცნობით, საკითხი შედიოდა მთავრობის სხდომის არაანგარიშგებადი საკითხების პაკეტში.

პროგრამა მოიცავს სულ 103 ღონისძიებას. Rusatomservice-ის პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი 23 მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა 18 კონტრაქტს. მათგან 9 განხორციელების ფაზაშია, ხოლო ცხრა კონტრაქტის ფარგლებში სამუშაოები დასრულდა.

ANP-ის პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი 37 მასშტაბური ღონისძიებისთვის ორგანიზებულია 45 შესყიდვის პროცედურა. ხელმოწერილია 36 კონტრაქტი, რომელთაგან 17 დასრულებულია.

2023 წლის დეკემბერში „რუსატომსერვისთან“ დაახლოებით 57,5 ​​მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა.

ელექტროსადგურის უსაფრთხოების შეფასების ფარგლებში ჩატარდა კვლევები ხანძრის ზემოქმედების, ალბათური უსაფრთხოების, მოქმედი სტანდარტების მოთხოვნებიდან გადახრებისა და დამატებითი უსაფრთხოების ზომების შესახებ. ანგარიშების ნაწილი განსახილველად წარედგინა ბირთვული უსაფრთხოების მარეგულირებელ კომიტეტს.

გრძელდება პროგრამით გათვალისწინებული ატომური ელექტროსადგურის მეორე ენერგობლოკის ექსპლუატაციის ვადის ორმაგი გახანგრძლივების სამუშოები.

ნახეთ მეტი
Back to top button