პოლიტიკა

ეუთო-ს საპარლამენტო ასაბლეის ადამიანთა უფლებების კომიტეტი მიესალმა სომეხთა გენოციდის აღიარების პროცესს

ეუთო-ს საპარლამენტო ასაბლეის ადამიანთა უფლებების კომიტეტი მიესალმა იტალიის პარლამენტის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას და საფრანგეთის მიერ 24 აპრილის სომეხთა გენოციდი ხსოვნის დღედ გამოცხადებას. ამის შესახებ „ფეისბუქის“ მის გვერდზე ჩანაწერი გააკეთა ეუთო-ს საპარლამენტო ასაბლეაში სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სრ საპარლამენტო ფრაქცია „იმ ქაილ“-ის დეპუტატმა ჰაიკ კონჯორიანმა. 
„სწორედ ახლა ეუთო-ს საპარლამენტო ასაბლეის ადამიანთა უფლებების კომიტეტმა მიიღო პუნქტი, რომლითაც ის მიესალმა იტალიის პარლამენტის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას და საფრანგეთის მიერ 24 აპრილის სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღედ გამოცხადებას. თურქეთისა და აზერბაიჯანის მცდელობა ხელი შეეშალათ ამ პუნქტის მიღებისათვის წარუმატებლად დასრულდა“- წერს ის.

ნახეთ მეტი
Back to top button