პოლიტიკა

ხელი მოეწერა სომხეთისა და სინგაპურის მთავრობებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტებს

სინგაპურის მთავრობის რეზიდენცია ,,ისტანა“–ში სრ–ის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და ქალბატონ ანა ჰაკობიანს დახვდნენ სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლი სიენ ლუ და ქალბატონი ჰო ჩინი.
ორი ქვეყნის პრემიერ–მინისტრებმა განიხილეს ერთობლივი საინვესტიციო პროგრამების განხორციელების, სავაჭრო ბრუნვის ზრდის, მაღალი ტექნოლოგიების, ტურიზმის, ავიაციისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები.
ნიკოლ ფაშინიანმა წარმოადგინა ნაბიჯები, რომლებიც ხორციელდება ინსტიტუციონალური რეფორმებისა და ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით.
სინგაპურის პრემიერ-მინისტრი მიესალმა სომხეთში არსებულ სისტემურ ცვლილებებს და დასძინა, რომ ისინი ხელს შეუწყობენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და პროგრესს.
ნიკოლ ფაშინიანი და ლი სიენ ლუ შეეხნენ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და სინგაპურს შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას. მხარეებმა გამოთქვეს ნდობა, რომ ახალი ბერკეტები კიდევ უფრო გაზრდის სავაჭრო ბრუნვას.

ორი ქვეყნის პრემიერ მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი და დასძინეს, რომ მისი განხორციელებისკენ მიმართული ნაბიჯები აქტიურად უნდა გაგრძელდეს.

შეხვედრის შედეგად სომხეთის რესპუბლიკისა და სინგაპურის მთავრობებმა ხელი მოაწერეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე დოკუმენტს

ნახეთ მეტი
Back to top button